“ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა მოიცავს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას და საქართველოსთვის დახმარებას”, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მრჩეველმა, ატლანტიკური საბჭოს საპატიო წევრმა დენიელ ფრიდმა განუცხადა.
“პრეზიდენტ ტრამპს თავისი განსაკუთრებული სტილი აქვს. წინასარჩევნო კამპანიისას მან ძალიან ბევრი ისეთი რამ თქვა, რასაც მე არ ვეთანხმები, მაგრამ დღეს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ის საგარეო პოლიტიკა კარგი და გონივრულია. ის მოიცავს რუსეთისათვის წინააღმდეგობის გაწევას და საქართველოსთვის დახმარებას“, – განაცხადა ფრიდმა.