ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა უნდა იცოდნენ გაზზე მომუშავე მანქანების მძღოლებმა: EcoMobil Georgia-ია დეტალებზე გვესაუბრება

რა უნდა გავითვალისწინოთ ბუნებრივი აირის მონტაჟის დროს? რა არის აუცილებელი მისი უსაფრთხოდ დამონტაჟებისთვის. მითუმეტეს საქართველოში ძალიან ბევრი ავტომობილი ბუნებრივ აირზეა გადაყვანილი.  ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად 18 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია EcoMobil Georgia-ს მივმართეთ.

ყველაზე ხშირად ქართველებს გვაწუხებს  კითხვა რა განაპირობებს მომხმარებლის არჩევანს ამა თუ იმ  პროდუქტის შერჩევისას. ეს კითხვა ყველაზე რთული კი უფრო იმ შემთხვევაში არის, როდესაც საქმე ავტომობილს ეხება.

დღეს, თანამედროვე, მითუმეტეს  კონკურენტულ გარემოში, მომხმარებელთა უმრავლესობისთვის პირველ ადგილს ეკონომიურობა იკავებს. ეს ფაქტორი მომხმარებელთა უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ გამონაკლისი ამ  მხრივ არც ავტოსამყაროა-საწვავის ხარჯების  ეკონომიის მიზნით    ავტომფლობელებს თავიანთი „ოთხბორბლა მეგობრები“  ხშირად    გადაჰყავთ ბუნებრივ აირზე.

ეკონომიურობის გარდა ეს    ტენდენცია   ეკოლოგიური თვალსაზრისითაც პრიორიტეტულია.  ბენზინისა და დიზელის საწვავთან შედარებით, ბუნებრივი გაზის საავტომობილო სათბობად გამოყენების ეკონომიკური და ეკოლოგიური ასპექტები თვალსაჩინოა და ბუნებრივი გაზი სრულად აკმაყოფილებს გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემცველობის მარეგულირებელ სტანდარტს Euro 5 და Euro 6 რომელიც, მოქმედებაში ჯერ არ შევიდა.

მრავალ ქვეყანაში საავტომობილო საწვავის ღირებულებაში შედის არა მარტო ამ საწვავის მიღების, ტრანსპორტირებისა და სხვა ეკონომიკური შემადგენელი, არამედ ეკოლოგიური კონსტანტაც, რომელიც მოიცავს ამა თუ იმ საწვავის გამოყენებით სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის გათვალისწინებას.

ეს უმთავრეს წილად გულისხმობს გამონაბოლქვი აირებით გარემოს დაბინძურებას, რაც უარყოფითად მოქმედებს მოქალაქეების ჯანმრთელობასა და მათი ცხოვრების ხარისხზე და იწვევს ქალაქის ბუნებრივი ლანდშაფტის დეგრადაციას. ამ დროისთვის, მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი ავტოკონცერნი, მაგალითად, ისეთი, როგორიც არის Volkswagen, Opel, Ford, Audi, Mercedes Benz, Toyota მეთანზე ქარხნულად მომუშავე ავტომანქანებს აწარმოებს.

2001 წელს გაეროს ენერგეტიკის კომისიამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს 2020 წლისთვის ევროპის ქვეყნების ავტომობილთა საერთო რიცხვის 10%-ის (23.5 მლნ ერთეული) ბუნებრივ გაზზე გადაყვანას. ბუნებრივ გაზს, საწვავის სახით ჰიბრიდულ ავტომობილებშიც იყენებენ, რაც კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის საზოგადოებრივი დანიშნულების ტრანსპორტად ელექტრომობილების გამოყენებას.

ესე, მაგალითად,  სამხრეთ კორეაში, სეულის ადმინისტრაციამ მუნიციპალური მიზნებისთვის გადაწყვიტა 2100 ერთეული ელექტრო-გაზი ტიპის ჰიბრიდული ავტობუსების შესყიდვა და 2018 წლისთვის დაგეგმილია ყველა საზოგადოებრივი ავტობუსისა და ნაგავმზიდის ჰიბრიდულ ანალოგზე შეცვლა.

ოფიციალური პირების განცხადებით, 2013 წლის კვლევამ აჩვენა, რომ გაზ-ბალონიან ანალოგებთან შედარებით, გაზ-ბალონიანი ჰიბრიდული ტრანსპორტის გამოყენებამ 34.5%-ით გაზარდა საწვავის მოხმარების ეფექტურობა და 30%-ით შეამცირა სათბური აირების ემისია. ჩადებული ინვესტიციების დაბრუნებას სეულის ადმინისტრაცია საწვავის ეკონომიის ხარჯზე გეგმავს.

ის, რო ჩვენს ქვეყანას მწვანე ლანჩაფტის გათვალსიწინებით  ათასგვარი ხიფათი მოელის ადამიანისგან,  ყველასთვის კარგად ნაცნობი და მტკივნეული თემაა. ჰაერის ერთ-ერთ ინტენსიურ დამაბინძურებლად კი სწორედ ბენზინის   ძრავიანი ავტომობილები ითვლება. (ცნობისთვის-გამონაბოლქვი აირები დაახლოებით    200- მდემავნე ნივთიერების ნარევს შეიცავს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს გარემოს!).მხოლოდ ჩემს მიერ ნახსენები მიზეზების გამო,  საკამრისია მივხვდეთ, რატომ უნდა გადავიყვანოთ ავტომობილები ბუნებრივ აირზე.

ეკონომია და ეკოლოგია ავტომობილის ბუნებრივ აირზე გადასაყვანად, ცხადია,საკმარისი ვერ იქნება.  ბევრს აინტერესებს, რამდენად უსაფრთხოა  მსგავსი ჩარევა ქარხნული წარმოების ავტომობილში, რა შემთხვევაში ღირს  ამის გაკეთება და რეალურად რამდენად ეკონომიურია ეს ინვესტიცია.

ალბათ, დაგვერწმუნებით, რომ ყველას, ვისაც ავტომობილი ჰყავს, ერთხელ    მაინც დაუსვამს საკუთარი თავისთვის ეს კითხვა.  სტატიაში შევეცდებით, ამომწურავი პასუხები გავცეთ ამ და  სხვა საინტერესო და  მნიშვნელოვან კითხვებს.  კომპეტენტური პასუხების მისაღებად კი 18-წლიანი გამოცდილების მქონე  სანდო და პრესტიჟულ კომპანიას მივმართეთ. ეს გახლავთ EcoMobil Georgia-ია, რომელსაც  1999 წლიდან  ევროპული გაზის აპარატურა შემოაქვს საქართველოში.

როგორც კომპანიაში გვითხრეს, დაარსების დღიდან კომპანია თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა: იტალიური   BRC Gas Equipment, TOMASETTO ACHILLE,  პოლონური Auto-Gaz Centrum, EUROPEGAS. ვფიქრობთ, ამ სტრატეგიული პარტნიორების ჩამოთვლა სავსებით საკმარისი  იქნება კომპანიის რეპუტაციაზე აზრის ჩამოსაყალიბებლად.

უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით EcoMobil Georgia  მომსახურების სრულ და გარანტირებულ პაკეტს სთავაზობს მომხარებელს, ეს კი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რათა მომხარებელი დარწმუნებული იყოს მიღებული სერვისის კომფორტულობასა და ხარისხში.

ამიტომ სრული ინფორმაციის მისაღებად გვესაუბრება კომპანიის დირექტორი -დავით ჩაფიძე.  დავიწყოთ იმით, თუ რა პრიორიტეტები აქვს ბუნებრივი აირის საწვავად გამოყენებას.

როგორც კომაპნიის დირექტორი გვიყვება,  ეს არის ეკოლოგიური, ეკონომიური, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი      საშუალება.   ეკოლოგიური იმდენად, რამდენადაც ბუნებრივი აირი თითქმის  100% იწვის  და ძალიან მცირეა მავნე გამონაბოლქვი(8-ჯერ ნაკლები, ვიდრე ბენზინის შემთხვევაში);

ჩაფიძის თქმით, ბუნებრივი აირი დღესდღეობით ყველაზე იაფი ალტერნატიული საწვავია 50-60%  ეკონომიას ახდენს ბენზინთან მიმართებაში; მისი განცხადებით, თუ მონტაჟი კვალიფიციურად არის შესრულებული და ექსპლუატაცია ხდება ყველა პარამეტრის დაცვით, ბენზინის  საწვავიან მანქანაზე უსაფრთხოა, ასევე ხელმისაწვდომია რადგან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მრავლადაა გაზსამართი სადგურები, სადაც აირის შევსებაა შესაძლებელი.

კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, მანქანის ბენზინის საწვავიანი ავზიდან გაზზე გადასაყვანად და დასამონტაჟებლად  3-5 საათი სჭირდება. ჩაფიძის განცხადებით, დღესდღეობით საქარველოში მოძრავი ბენზინის ძრავიანი ავტომანქანების 90-95%-ი სავსებით ექვემდებარება ბუნებრივ აირზე გადაყვანას.

თუმცა, მისი აზრით, პრობლემურია ე.წ. GDI ძრავიანი მანქანების გადაყვანა,  რადგან ეს ტექნიკურად განსხვავებული       ძრავია თავისი წყობით. მაგრამ, როგორც დავით ჩაფიძე ამბობს, ევროპაში მეოთხე თაობის აპარატურა უკვე დანერგეს და ამ ძრავზე ტესტირება მიმდინარეობს.

„ჩვენი კომპანია, ევროპული და  მსოფლიოში  ცნობილი ბრენდების ექკლუზიური დისტრიბუტორები და დილერია. ფაქტობრივად, გადაყვანისთვის საჭირო ყველა დეტალის იმპორტს თავად ვუზრუნველყოფთ. ცალკე უნდა ითქვას ჩინური წარმოების დეტალების ხარისხის შესახებ-საზოგადოებაში არის მცდარი შეხედულება ჩინური ავზების და დეტალების  ხარისხთან დაკავშრებით.

ის პროდუქცია, რაც ჩვენ   შემოგვაქვს ჩინეთიდან,  100%  უსაფრთხო და მაღალხარისხიანია, რადგან იგივე სტანდარტს    ISO11439-ს აკმაყოფილებს, ისევე, როგორც ნებისმიერი ევროპული ბრენდის პროდუქტი. განსხვავება მხოლოდ   ფასშია. ფასი ნამდვილად მნიშნელოვანი ფაქტორია.

რაც შეეხება იმას რა შემოთავაზებები გვაქვს კლიენტებისთვის გეტყვით, რომ  გვაქვს ეკონომიური, საშუალოფასიანი   და VIP პაკეტი.  არსებობს ასეთი ცნება-მომთაბარე ხელოსნები. დღეს, სამწუხაროდ, ავტოტექმომსახურების სფეროში სისტემური განათლების მქონე კვალიფიციური და ლიცენზირებული   სპეციალისტების სიმწირეა. აუცილებელია საამქროს და იქ მომუშავე პერსონალს ჰქონდეს შესაბამისი განათლება  და კვალიფიკაცია. ამის გარეშე მომხარებელი სასიცოცხლო რისკის წინაშე       აღმოჩნდება.

ეს ის შემთხვევაა, როცა ნამდვილად არ ღირს საკუთარი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა შესწიროთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. ამიტომ, მანქანის ბუნებრივ აირზე  გადაყვანის გადაწყვეტილების  შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ გამოცდილ და სტაბილურ კომპანიას, რომელიც უფრთხილდება მომხარებელსაც და საკუთარ რეპუტაციასაც“,-ამბობს „მეტრონომთან“ დირექტორი დავით ჩაფიძე.

ბოლო სიტყვაობაში უნდა აღინიშნოს, რომ ალტერნატიული, ეკოლოგიურად სუფთა მოტორული საწვავის გამოყენება, პრიორიტეტული მიმართულება უნდა გახდეს საქართველოს ქალაქების განვითარებაში. მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი სახელმწიფოს დონეზე მასტიმულირებელი ნორმატიული მექნიზმების არარსებობაა, რის გამოც საქართველოს ავტოპარკის მექანიზაციის საკითხი გადაუწყვეტელი რჩება.

იტვირთბა....