ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხაშურში ხანძარია: ცეცხლი ბალახს და ბუჩქნარს უკიდია

ხაშურში, სოფელ მიწობთან, ხანძარია. “მეტრონომს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რომ მთაზე ცეცხლი ბალახს და ბუჩქნარს უკიდია. ამ დროისთვის კი ხანძარი ლოკალიზებულია.

სააგენტოს ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

იტვირთბა....