შუახევის ერთ-ერთი საჯარო სკოლი მასწავლებელი მარინე დარჩიძე, სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად “ფეისბუქზე”პირველკლასელებთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
მასწავლებელის მიერ გავრცელებულ ფოტოს ყურადღებას არავინ მიაქცევდა, რომ არა ფოტოზე ასახულ პირველი კლასის მოსწავლეები, რომელთაც ხელში “ქართული ოცნების” დროშები უჭირავთ.
საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ გავრცელებული ფოტო სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა. “ფეისბუქის” მომხმარებლები წერენ, რომ წინასაარჩევნო კამპანია საჯარო სკოლებშიც დაიწყო.