ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ადამიანი რაკეტა” – ტრამპმა ტელეფონზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ასე მოიხსენია

“ადამიანი რაკეტა”: ასე მოიხსენია აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას. ამის შესახებ ტვიტერზე თავად ტრამპმა დაწერა.

„მუნ ჩჟე ინს ვესაუბრე ტელეფონით, ვკითხე, როგორ ბრძანდება ადამიანი რაკეტა“, – წერს ტრამპი.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით ამერიკისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტები, სატელეფონო საუბრისას  ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო, ფხენიანზე ზეწოლის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეამ რამდენჯერმე გაუშვა რაკეტა მისი გამოცდის მიზნით იაპონიის მიმართულებით.

იტვირთბა....