15 სექტემბერს ოკუპირებულ ცხინვალის ე.წ. მესაზღვრეებმა აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები დააკავეს, – ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკანონოდ დაკავებული ტურისტები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აქტიური ჩართულობის შედეგად, უკვე თავისუფალნი არიან.

