ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

დავით საყვარელიძეს წინასწარი პატიმრობა არ შეეფარდა

 

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს დავით საყვარელიძეს ქალაქ ლვოვის გალიცკის რაიონულმა სასამართლომ  აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა, – ამის შესახებ დავით საყვარელიძე Facebook გვერდზე წერს:

„სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების გარეშე დამტოვა. სასამართლოს ესმის, რომ ჩემთვის გადაცემული ეჭვმიტანილობის შესახებ ოქმი, ისევე როგორც მთლიანად ეს საქმე, საფუძველს მოკლებულია“, – წერს საყვარელიძე.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, დავით საყვარელიძე პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე ხალხის უკანონო გადაყვანის საქმეში ეჭვმიტანილად ცნობილია.

იტვირთბა....