ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლონდონის მეტროს ტერაქტში ეჭვმიტანილი ამოცნობილია

ლონდონის მეტროს ტერაქტში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია, -ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, პოლიციამ ტერაქტის შემსრულებლის ვინაობა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან დაადგინა. მიმდინარეობს მისი ძებნა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დილით მომხდარი აფეთქების შედეგად ლონდონის მეტროში, ბოლო მონაცემებით 22 ადამიანია დაშავებული.

იტვირთბა....