ახალი ამბები მთავარი სამართალი

კიევის სასამართლომ დავით სააკაშვილის უკრაინიდან გაძევების საკითხი შეაჩერა

კიევის სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის უკრაინიდან გაძევების საკითხი შეაჩერა. როგორც პარტია “ახალი ძალების” პრესსამსახური იუწყება, კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ  გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ 17 სექტემბერს დავით სააკაშვილის ქვეყნიდან იძულებით სამშობლოში დაბრუნება შეჩერებული იყოს. ამასთანავე სასამართლომ საქმის წარმოება დაიწყო, რომლიც 19 სექტემბერს წარიმართება.

„მოვითხოვთ, სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის მთავარი სამმართველოს პეჩერსკის რაიონულმა განყოფილებამ წარმოადგინოს მასალები, რომელთა საფუძველზეც მათ 1973 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქის დავით სააკაშვილის სამშობლოში ან მესამე ქვეყანაში იძულებითი დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს“, – ნათქვამია სასამართლოს დადგენილებაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, საქართველსო მესამე პრეზიდენტის ძმა, დავით სააკაშვილი კიევში, სახლიდა გამოსვის დროს დააკავეს და ის საიმიგრაციო სასმახურში გადაიყვანეს. როგორც უწყებაში აცხადებდნენ, დავით სააკაშვილს უკრაინაში ცხოვრების ვადა მარტში ჰქონდა ამოწურული და ის სამშობლოში უნდა დაებრუნებინათ. თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, დავით სააკაშვილს განუცხადეს, რომ თავისუფალი იყო და უკრაინაში დარჩენა შეეძლო.  მას 17 სექტემბერს საქართველოში იძულებით გაამგზავრებდნენ.

 

იტვირთბა....