დღეს, ლონდონის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად ტერაქტის შედეგად საავადმყოფოებში 22 ადამიანია გადაყვანილი, – ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
აფეთქებას პოლიციამ ტერორისტული აქტი უწოდა.
დღეს, “პარსონს გრინის” მეტროს სადგურთან მატარებლის ვაგონში აფეთქება მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა სუპერმარკეტის ჩანთაში, კონტეინერში იყო მოთავსებული. მომხდარის გამო მგზავრები პანიკამ მოიცვა, რასაც ჭყლეტაც მოყვა. რამდენიმე მგზავრი სწორედ ჭყლეტის დროს დაშავდა.
აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც მატარებელი სადგურზე შედიოდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და გამნაღმველთა ჯგუფები მივიდნენ.
მეტროს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. დაიხურა ახლოს მდებარე სამი სადგური. ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.