ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ერთადერთი ადამიანი ვისაც თავში ეს აზრი მოუვიდოდა, ივანიშვილია” (ვიდეო)

ბოლო დღეებში, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებს, რომლის მიხედვითაც ფონდ ,,იავნანას“ ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე თაღლითობასა და ფულის მითვისებაშია დადანაშაულებული, საოპერო მომღერალი “რუსთავი 2”-ის საშუალებით ეხმიანება.

მისი თქმით, “ერთადერთი ადამიანი ვისაც თავში ეს სიბინძურე მოუვიდოდა, რომ ფონდის მხრიდან ადგილი აქვს თაღლითობას და ფინანსების მითვისებას, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილია”.

“ვიცოდი, რომ ეს კამპანია მზადდებოდა, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი, თუ ფონდს მიადგებოდნენ გასანადგურებლად. ესენი ხომ ანადგურებენ სიკეთეს ქვეყანაში. ყველა რეჟიმი მარცხდება და მალე ვნახავთ ამ საქმის შემკვეთებს და შემსრულებლებს, ყველანი დაისჯებიან, მაგრამ რად გინდათ… ამ გზაზე იმდენ რამეს გააფუჭებენ, რომ თავიდან დაწყება ძნელი იქნება. თუ ხალხი დროულად არ გამოფხიზლდა, ცოცხებიც მალე იქნება, – აცხადებს ბურჭულაძე.

შეგახსენებთ, პაატა ბურჭულაძე ყოფილ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა და პოლიტიკას ჩამოშორდა.

იტვირთბა....