სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ასობით აფეთქების საფრთხის შესახებ სესული შეტყობინებების უკან “ისლამური სახელმწიფო” დგას. სააგენტოს ინფორმაციით, ხუთი დღის განმავლობაში, ყოველ დღე შესული სატელეფონო შეტყობინებები საზღვარგარეთიდან არის განხორციელებული. ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ ინფორმაცია არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურებულა. სამართალდამცავების განცხადებით, ყველა შეტყობინების ავტორზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.
შეგახსენებთ, სხვადასხვა ადმინისტრაციულ, საზოგადოებრივ და სავაჭრო ობიექტებში ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური ზარების სერია რუსეთში უკვე მეხუთე დღეა გრძელდება. ბოლო ორი დღის განმავლობაში, ცრუ განგაშის გამო 420 ობიექტიდან 130 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.