მამკოდას მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერდობზე ხანძარია. როგორც “მეტრონომს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი ბალახს, ბუჩქებსა და ჯუჯა ხეებს გაუჩნდა. სააგენტოში განმარტავენ, რომ ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობს. რამხელა ტერიტორია დაიწვა ხანძრის შედეგად, ჯერჯერობით უცნობია.