კულტურის პალატის ხელმძღვანელმა, დავით ოქიტაშვილმა, პროფკავშირების თავმჯდომარეობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, – ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ, პროფკავშირების ყრილობის დელეგატებს განუცხადა.
დავით ოქიტაშვილმა განმარტა, რომ კანდიდატურას ხსნის, რადგან მისი მთავარი მიზანი არა თავმჯდომარეობა, არამედ ირაკლი პეტრიაშვილი თავმჯდომარეობის პოსტიდან ჩამოშორება იყო.
„მე ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან იმ არჩევნებით, რაც დღეს გაიმართება, გაიმარჯვებს პეტრიაშვილი. ჩემი გადაწყვეტილებით მტკიცდება, რომ მთავრობის კანდიდატი არ ვარ და ასევე ჩანს, რომ მთავრობა არ ერევა პროფკავშირების საქმიანობაში“, – განაცხადა ოქიტაშვილმა.
სასტუმრო „ჰუალინგში“ პროფკავშირების ყრილობა მიმდინარეობს, რომელზეც ახალი თავმჯდომარის არჩევნები უნდა გაიმართოს.