ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ავად გახდებით, გუგავა მოვა, ბანკი მოვა გამოსასახლებლად, გუგავა მოვა”

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა  შალვა ნათელაშვილმა  დედაქალაქის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა. ნათელაშვილის განცხადებით, თბილისს მზრუნველი მერი სჭირდება და გუგავა სწორედ ასეთი მერი იქნება. მისი თქმით, გუგავა ყველა თბილისელთან თავად მივა და მოსახლეობას მასთან მისვლა არ დასჭირდება.

“ვინმე დაგჩაგრავთ, გუგავა მოვა, თქვენ არ დაგჭირდებათ მისვლა. ავად გახდებით, გუგავა მოვა, ბანკი მოვა გამოსასახლებლად, გუგავა მოვა. წყალი გასკდება, გუგავა მოვა. გზა გაითხრება, გუგავა მოვა. რამე გაჭირვება გექნებათ, გუგავა იქნება თქვენს გვერდით, თქვენ არ დაგჭირდებათ მისვლა, რიგში ჩადგომა, საშვის აღება, დაცვის კორდონების გადალახვა, ეს იქნება რეალობა.

ეს იქნება ის, რასაც ჩვენი ქალაქი ელოდება, ჩვენი ქალაქი ელოდება მზრუნველ მერს, ოჯახის წევრს, საკუთარ ძმას, საკუთარ მამას, მეგობარს, უბნელს. ასეთი იქნება და არის გიორგი გუგავა”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

იტვირთბა....