ლანჩხუთში, სოფელ ზემო შუხუთთან სატვირთო ავტომანქანა არხში გადავარდა. შემთხვევის შედეგად სატვირთოს მძღოლი გარდაიცვალა.
შსს-ში “მეტრონომს” ფაქტი დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 5-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.