“ქართული ოცნების” წევრი და თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების შემოწირულობებით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. მისი თქმით, “ოცნების” ყველა შემოწირულობა გამჭვირვალეა, რასაც ოპოზიციური პარტიებზე ვერ ვიტყვით.
„ის, რასაც ჩვენ ვხედავთ დეკლარაციაში მითითებულ თანხებს, შეუძლებელია იმ თანხებით საარჩევნო კამპანიის წარმოება. თქვენ თუ შეხედავთ, შემოწირულობები რომელიც “ქართულ ოცნებას” გააჩნია და რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალეა ყველასთვის, თუმცა თუ შევხედავთ ოპოზიციური პარტიების შემოწირულობებს და მათ საარჩევნო კამპანიას, აშკარად ჩნდება კითხვები და ალბათ შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ,“-განაცხადა კახა კალაძემ.
აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ შემოწირულობით მიღებულმა თანხამ 7 მილიონს გადააჭარბა, რაც ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებულ თანხებს ათეულობით ათასი ლარით აღემატება.