ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოსკოვში აფეთქების საფრთხის გამო 10 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

რუსული მედიის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, მოსკოვში აფეთქების საფრთხის გამო 20 ობიექტიდან 10 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, ობიექტის დანაღმვის შესახებ, პოლიციამ ანონიმური შეტყობინება მიიღო.

ინფორმაციას ამოწმებენ სამ სადგურზე – ყაზანის, ლენინგრადისა და კიევის. დაცლილია სეჩონოვის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტიც.  ყველგან საგანგებო სამსახურების თანამშრომლები და კინოლოგები მუშაობენ.
რუსული მედიის ინფორმაციით, მსგავსი შეტყობინებები ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთის რეგიონების სამართალდამცავმა ორგანოებმაც მიიღეს. სამართალდამცავები მომხდარს სატელეფონო ტერორიზმად აფასებენ.

იტვირთბა....