ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამერიკა-საქართველოს ახალი პროგრამით 2018 წლის მარტიდან 9 ბატალიონი მომზადდება

ამერიკა-საქართველოს ახალი პროგრამით 2018 წლის მარტიდან 9 ბატალიონი მომზადდება. სამი წლის განმავლობაში კი ქართული შეიარაღებული ძალები თითქმის სრულად გადამზადდება, – ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თბილისის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გააკეთა.

მისი თქმით, ქართული შეიარაღებული ძალები არა მხოლოდ საერთაშორისო მისიებისთვის აუცილებელი ამოცანების განსახორციელებლად იქნება მზად, არამედ მზად იქნება ასევე ტერიტორიული თავდაცვისთვისაც.

„ჩვენ როგორც ნატო-სთან, ისე ალიანსის პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობის უპრეცედენტოდ კარგი დინამიკა გვაქვს. წელს ამ მიმართულებით განსაკუთრებული წელი გვქონდა. ჩვენ ნატო-ს სამხედრო კომიტეტი, შემდგომ კი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გვეწვია. ერთი თვის წინ, ამერიკა-საქრთველოს თავდაცვის ურთიერთობებში უპრეცედენტო წვრთნები ჩავატერეთ.

საუბარია წვრთნებზე „ღირსეული პარტნიორი” და „მებრძოლი სული”, რომელიც ორი დღის წინ დასრულდა. ჩვენ ასევე ყველაზე ამბიციურ პროგრამას მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად ვიწყებთ. კერძოდ, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას, რომელიც ამ მზარდი დინამიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. პროგრამა მომავალი წლის მარტიდან 9 ბატალიონის მომზადებას გულისხმობს. სამი წლის განმავლობაში ქართული შეიარაღებული ძალები თითქმის სრულად გადამზადდება. ისინი არა მხოლოდ საერთაშორისო მისიებისთვის აუცილებელი ამოცანების განსახორციელებლად იქნებიან მზად, არამედ ისინი მზად ასევე ტერიტორიული თავდაცვისთვისაც იქნებიან. რაც ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობას კიდევ უფრო გაზრდის და ნატო-სთან თავსებადობას უფრო განამტკიცებს”, – განაცხადა იზორიამ.

იტვირთბა....