საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოსტს აქვეყნებს, სადაც მის მხარდამჭერებს ამცნობს, რომ “ანტისააკაშვილისტურ” მოძრაობას სათავეში, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ილია კივა ჩაუდგება.
“პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ საზღვართან მას ადამიანების ჩაცხრილვა უნდოდა და ახლა ჩემ წინააღმდეგ მოძრაობას ჩაუდგება სათავეში. შეხედეთ ფოტოზე, როგორ გვანან ერთმანეთს და მე ეს რაღაცას მაგონებს. ფოტოზეა, იანუკოვიჩის დროს ერთი პერსონა ჟილინი, რომელიც მაშინ ხელმძღვანელობდა მოძრაობა “ანტიმაიდანს”. ახლა გაჩნდა მისი მიმდევარი, რომელიც მოძრაობას “ანტისააკაშვილი” ჩაუდგა სათავეში. განსხვავება მხოლოდ პრეზიდენტების გვარებშია. მხოლოდ გვარები შეიცვალა” – წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, სააკაშვილი თავის მხარდამჭერებთან ერთად, საზღვარზე, რეგისტრაციის გარეშე გადავიდა, რის გამოც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სასამართლო პროცესი 18 სექტემბრისთვისაა ჩანიშნული.