შავი ზღვის სანაპიროზე 4 ბალამდე შტორმს ელიან. ასეთი ინფორმაცია ვრცელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან.
მათი ინფორმაციით, სანაპიროზე განთავსებულ სამაშველო საგუშაგოებზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია.
მაშველები ადგილზე, სანაპიროზე მყოფ მოქალაქეებსა და ტურისტებს მოუწოდებენ, ზღვაში დროებით არ შევიდნენ.
იტვირთბა....