ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სააკაშვილი უკრაინაში პირველ მიტინგს აანონსებს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა,  გუშინ ლვოვის სასტუმრო დატოვა. სააკაშვილმა თავისი პირველი მიტინგი უკრაინაში “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაანონსა. სააკაშვილი ამბობს, რომ პირველი აქცია ჩერნოვეცში დღეს, 13 სექტემბერს ქალაქის ცნეტრალურ მოედანზე 18 საათზე გაიმართება.

სააკაშვილი უკვე მესამე დღეა უკრაინაში იმყოფება. ლვოვში გამართულ პრესკონფერენციაზე მან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აქციები დააანონსა, რის შემდგაც მისი თქმით ის, კიევში ჩავა.

საზღვრის დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სასამართლო პროცესი კი 18 სექტემბერს არის დანიშნული.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა.  ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

იტვირთბა....