აშშ შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში გამშვები პუნქტების დახურვით. ის რუსეთს მოუწოდებს, ამ რეგიონებიდან თავისი სამხედროები გაიყვანოს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში, რომელი ჯგუფის შეხვედრაც ვაშინგტონში გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეები კატეგორიულად მოითხოვენ რუსეთისგან საქართველოს რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და ე.წ სამხრეთ ოსეთიდან გაყვანას და მოსკოვს ახსენებენ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.
იხილეთ: რუსებმა გამშვები პუნქტები დახურეს: გაააქტიურებს თუ არა ვიზალიბერალიზაცია აფხაზებს და ოსებს?