ახალი iPhone-ები საქართველოში ამ თვის ბოლოს გამოჩნდება. საუბარია, iPhone 8 და iPhone 8 +-ზე. ამის შესახებ, კომპანია “აიპლუსში” აცხადებენ. მის კომენტარს “ბიზნესპრესნიუსი” აქვეყნებს.
რაც შეეხება iPhone X-ს (iPhone 10) როგორც კომპანიაში აცხადებენ, მისი გაყიდვა საქართველოში ნოემბრიდან დაიწყება და მისი ღირებულების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
Apple-მა iPhone 8-ის, iPhone 8+ – სა და საიუბილეო iPhone X კალიფორნიაში, სტივ ჯობსის თეატრში გუშინ წარმოადგინა.
iPhone 8 და iPhone 8 + ვიზუალურად iPhone 7-ის მსგავსია, რაც შეეხება iPhone X-ს, იგი განსხვავებულია. ამ მოდელის მთავარი ღირსებაა ე.წ. უსაზღვრო ეკრანი – all screen. ანუ, წინა პანელი მთლიანად ეკრანს უკავია. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ეკრანი მაღალი გარჩევადობითა და ფერთა ფართო გამით გამოირჩევა. ასევე, მას აქვს სახის სკანერი, თუმცა აღარ აქვს თითის სკანერი.
რაც შეეხება ფასებს, iPhone 8 699 $ ეღირება, iPhone 8 + – 799 $, ხოლო iPhone X- 999 $. საიუბილეო მოდელი iPhone-ის 10 წლის იუბილეს მიეძღვნა.
წყარო: bpn.ge

