ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სააკაშვილი სასტუმროდან გვიან ღამით გავიდა და არ დაბრუნებულა

როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ამბობს, მან ზუსტად არ იცის თუ სად იმყოფება ოდესის ყოფილი გუბერნატორი. მისი ვარაუდით, ის შესაძლოა ჩერნოვციში გაემგზავრა.
როგორც ირკვევა, სააკაშვილმა სასტუმრო გვიან ღამით დატოვა და სასტუმროს თანამშრომლების თქმით, უკან არ დაბრუნებულა.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა.  ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

იტვირთბა....