ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ, აზიური ფაროსანასთან ბრძოლაში ავიაციის ჩართვაა საჭირო. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს მოერიდოს იმ ტერიტორიას, სადაც მცენარეთა ქიმიურად დამუშავება განხორციელდება.
იქ სადაც საავიაციო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია, მავნებლის წინააღმდეგ შეწამვლითი ღონისძიებები, რეგიონებში მობილიზებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკით, სამანქანე აგრეგატებით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, აზიური ფაროსანას მიერ დაზარალებული სოფლების წარმომადგენლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქციაც გამართეს.