ახალი ამბები მთავარი სამართალი

“საქართველოს ბანკში” შეჭრილი მძარცველი პოლიციას არ დანებდა და თავი მოიკლა

რამდენიმე წუთის წინ, წერეთლის გამზირზე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეირაღებული თავდასხმა მოხდა. პირმა რომელიც ბანკის გაძარცვას ცდილობდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუსცხადეს, რომ ბანკში პირის შეჭრის შემდეგ ამოქმედდა საგანგაშო ღილაკი და მალევე ადგილზე სამარათალდამცველები მივიდნენ.

პოლიციამ  მამაკაცს დანებება შესთავაზა, თუმცა მან საპასუხოდ  გასროლა საკუთარი თავის მიმართულებით განახორციელა და ადგილზე დაიღუპა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს გამოძიება. სროლის შედეგად ბანკში მყოფი პირებისგან არავინ დაშავებულა.

 

იტვირთბა....