ქობულეთში, მოქალაქეები სავარაუდო შსს-ს თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი დაზარალებული მალხაზ გირითილაძე ამბობს, რომ ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ზღვის სანაპიროდან სახლში ბრუნდებოდნენ.
“გვიან ღამით ქობულეთში სანაპიროდან, რომ ვბრუნდებოდით სავარაუდოდ შსს კუთვნილი ავტომობილი მოგვიახლოვდა და რამდენიმე მამაკაცი, რომლებსაც მაისურზე შსს წარწერა ჰქონდათ, ყოველგვარი ახსნა -განმარტების გარეშე ფიზიკურად გაგვისწორდა. მიზეზი არ უთქვამთ, პირიქით, ამბობდნენ, რომ ღირსები ვიყავით. უგონო მდგომარეობაში მყოფები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაგვიყვანა. არ ვიცით ვინ გამოიხა სასწრაფო. ახლა ოთხივე სახლში ვიმყოფებით, თუმცა ორის მდგომარეობა ისევ მძიმეა. არ ვიცით რისთვის გაგვისწორდნენ”,- აცხადებს მალხაზ გირითილაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება ცემის მუხლით მიმდინარეობს. უწყებაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიკაცია.