“სააკაშვილის ოჯახის წევრებმა ლვოვი დატოვეს”, – ამ ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
„ახალ ძალთა მოძრაობის“ პრესმდივანმა მარიანა პოჩტარმა დაადასტურა, რომ ქალაქი დატოვეს სააკაშვილის ცოლმა და უმცროსმა ვაჟმა.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა. მას თან ახლდა მისი ოჯახის წევრებიც.
ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.