ახალი ამბები მთავარი სამართალი

სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაზე პროცესი 18 სექტემბერს გაიმართება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთასთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესი 18 სექტემბერს ჩაინიშნა. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს.

უწყებაში აღნიშნეს, რომ სააკაშვილის საქმეს ლვოვის ოლქის მოსტისკის დასახლებული პუნქტის სასამართლო განიხილავს.

დღეს დილით, მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციული პროტოკოლი გადაეცა. იგი გაეცნო დოკუმენტს მედიის წარმომადგენლებთან ერთად და შემდეგ საჯაროდ ხელი მოაწერა.

როგორც სააკაშვილის ადვოკატი აღნიშნავს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის თანახმად, სააკაშვილს 130-დან 330 დოლარამდე  ჯარიმა ემუქრება.

იტვირთბა....