ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პეკინის გამზირი – ცალმხრივი თუ ორმხრივი: რა გადაწყდა მერიაში

“განახლებულ პეკინის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივი იქნება”, – ასეთი განცხადება გაკეთა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა.

მისი ინფორმაციით, უკე 18 სექტემბრისთვის ქუჩა მთლიანად განახლებული იქნება. როგორც კუბლაშვილი ამბობს, პეკინზე სატრანსპორტო მოძრაობის გეგმა რაღაც დოზით, შეიცვლება. კერძოდ, გაგარინის მოედნიდან ტრანსპორტი ბესიკის ქუჩით ყაზბეგის გამზირზე მოხვდება, საიდანაც შემდეგ პეკინზე იმოძრავებენ.

„მუნიციპალური ტრანსპორტი ამ ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს. მუნიციპალური ტრანსპორტისთვის კოსტავა-შარტავას ქუჩებზეც ასევე ორმხრივი მოძრაობა იქნება. პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან ჩვენ ძალიან დიდი სამუშო გავწიეთ და გამოკითხვები გვქონდა, რათა მათი აზრი გათვალისწინებული ყოფილიყო. სატრანსპორტო ნაკადებზე დაკვირვება მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კუბლაშვილმა. მისი თქმით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ველობილიკებისთვის გზის სავალი ნაწილი დაიხაზება და ზოლი მოეწყობა.

იტვირთბა....