ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

სააკაშვილს უკრაინაში სამი ახალი ბრალდება წაუყენეს: საქმე პროკურატურაში გადაიგზავნა

მიხეილ სააკაშვილს სამი ახალი ბრალდება  შეიძლება წაუყენონ. ამის შესახებ განცხადება  უკრაინის საზღვრის დაცვის სახელმწიფო სამსახურმა გააკეთა. უწყების ინფორმაციით, მათ მთავარ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის და მისი მომხრეების მიერ საზღვის უკანონო გადმოკვეთასთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართეს.

საზღრის დაცვის წარმამდგენლის ოლეგ სლობოდიანის განცხადებით, საქმე მთელ რიგ კანონდარღვევებს ეხება.  ამიტომაც, ახლა მათი სამსახურის მოვალეებაა ყველაფერი დოკუმენტალურად აღრიცხონ ცხელ კვალზე და პროკურატურას გადასცენ. მისივე თქმით, საუბარი სამ ეპიზოდზე.

,,ეს არის რეჟიმის ობიექტზე უკანონო შეჭრა, რაც საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევაა პოლონეთს მხრიდან. პირთა ჯგუფის მიერ სახელმწიფო საზღვრი უკანონო გადმოკვეთა დ ასევე, საზღვრის დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვის ფიზიკური ზიანის მიყენება სამსახურეობრი მოვალეობის შესრულების დროს. ეს შეეხება ყველას ვინც საზღვარი გადმოკვეთა მათ შორის დეპუტატებს და სააკშვილს“, – აცხადებს სლობოდიანია და მისივე თქმით, მასალების პროკურატურისთვის გადაცემა გარკვეულ დროს წაიღებს.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა.  ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

იტვირთბა....