“ვფიქრობ, რომ ეს მიზანმიმართულად ხორციელდება. ერთი ხელწერაა. ბოლო პერიოდში საღამოს, მიუვალ ადგილებში ჩნდება ხანძარი”,- ამის შესახებ შუახევის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.
საუბარია, სოფელ დარჩიძეებში, ტყეში გაჩენილ ხანძაზე, რომელიც ახლა ლიკვიდირებულია. ხანძარი მიუვალ ადგილზე იყო და სახანძრო მანქანებმა მიახლოება ვერ შეძლეს. ტყეში გაჩენილი ხანძარი ადგილობრივებმა და მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს.
“ხანძარი 400 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. მთელი ღამის განმავლობაში ცოცხალი ძალა მუშაობდა. ხანძარი ლიკვიდირებულია. სოფელ დარჩიძეებთან ხანძარი გუშინ საღამოს ადგილობრივებმა შენიშნეს. ვფიქრობ, რომ ეს მიზანმიმართულად ხორციელდება. ერთი ხელწერაა. ბოლო პერიოდში საღამოს, მიუვალ ადგილებში ჩნდება ხანძარი”,- აცხადებს ტარიელ ებრალიძე.