ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“უკრაინაში ოპოზიცია საერთო გეგმაზე მუშაობს”

პარტია “ბატკივშინკას” ლიდერი იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ უკრაინაში ოპოზიცია საერთო გეგმაზე მუშაობს. მისი თქმით, როდესაც ყველა პოლიტიკური ძალა მზად იქნება, ამ გეგმას გაასაჯაროებენ. ტიმოშენკო ვარაუდობს, რომ პარტიის ლიდერებთან კონსულტაციის შემდეგ, სამოქმედო გეგმა შესაძლოა უკვე ხვალ გამოქვეყნდეს.

„დემოკრატიულმა პროევროპულმა ოპოზიციურმა ძალებმა დაიწყეს კონსულტაციები ერთობლივი ქმედებების გეგმასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ როდესაც ყველა პოლიტიკური ძალა მზად იქნება ამ გეგმის გასაჯაროებისთვის, ამას გააკეთებს“, – განაცხადა ტიმოშენკომ.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა.  ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

იტვირთბა....