ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

“მე მესროლეთ”: სააკაშვილს გადაეფარა და სამხდეროებს მკერდი მიუშვირა (ვიდეო)

გუშინ  უკრაინა-პოლონეთის საზვარზე დაპირისპირებისას, სააკაშვილის ერთ-ერთმა მომხრემ, სპეცრაზმელები საქართველოს მესამე პრეზიდენტს მოაშორა და მოქალაქეებს საშუალება მისცა, რომ ის საზღვარზე გადაეყვანათ. ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცი სამხედროებს მკერდს უშვერს და მოუწოდებს, მას ესროლონ.  უკრაინული მედიის ინფორმაციით, მამაკაცი  ატო-ს ზონის მებრძოლია, რომლიც ომის დროს დაჭრილი იყო და პოლიციელებს სწორედ ნაიარევი დაანახა.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა.  ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

იტვირთბა....