ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტენდერის მიხედვით: სკოლების სია სადაც ვაშლები დარიგდება

ვაშლების სკოლებში დარიგების თემა აქტუალობას არ კარგავს. განათლების სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა სკოლებში „ვაშლების დარიგების“ კამპანიისთვის. სატენდერო პირობების თანახმად, პირველ ეტაპზე მიმდინარე წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში ვაშლები თბილისის 10 სკოლის, ჯამში 20 ათას მოსწავლეს დაურიგდება.

გთავაზობთ სკოლების სიას: თბილისის 161-ე საჯარო სკოლა, პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის 51-ე საჯარო სკოლა, თბილისის კლასიკური გიმნაზია, ვახტანგ გზირიშვილის სახელობის 173-ე საჯარო სკოლა; 147-ე საჯარო სკოლა, 180-ე საჯარო სკოლა; თბილის 115-ე საჯარო სკოლა; 166-ე საჯარო სკოლა და გოგიტა კიკნაძის სახელობის 182-ე საჯარო სკოლა.

აღსანიშნავია, რომ სკოლებში, სამინისტროს 260 ათასი ცალი ვაშლის დარიგება 78 ათასი ლარი დაუჯდება.

იტვირთბა....