ზუგდიდში, აზიური ფაროსანას მიერ დაზარალებული სოფლების წარმომადგენლები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ . შეკრებილი მოსახლეობა შენობაში შეიჭრა. ისინი გუბერნატორთან ან გამგებელთან შეხვედრას ითხოვენ.
მოქალაქეები ამ დროისთვის შენობის პირველ სართულზე იმყოფებიან, სადაც მათ ადმინისტრაციის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ გუბერნატორი გასულია, თუმცა მოქალაქეებს აუცილებლად შეხვდება.
აქციის მონაწილეები შენობის დატოვებს არ აპირებენ და აცხადებენ, რომ სანამ მათ გუბერნატორი არ შეხვდებათ, მანამდე საპროტესტო აქციები გაგრძელდება.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ოდიკ ჯაფანძემ ხელისუფლებას მიმართა, რომ თითოეულ ოჯახს კომპენსაციის სახით 30 ათასი ლარი გადაუხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბოიკოტირებითა და პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად მოვიდნენ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი