ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უკრაინის შს მინისტრი: სააკაშვილმა უკრაინაში შესვლა შეგინის გამშვებ პუნქტზე ან საიმიგრაციო სამსახურში უნდა გააფორმოს

„თითოეული პირი, რომელიც მონაწილეობას იღებდა საზღვრის გარღვევაში და მესაზღვრეებზე და პოლიციელებზე თავდასხმაში პასუხს აგებს კანონის საფუძველზე“, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მინისტრი აღნიშნავს, რომ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა იყო სახელმწიფოს საბაზო ინსტიტუციებზე თავდასხმა. მისი თქმით, ყველა იმ ადამიანმა, რომელმაც საზრვარი გადაკვეთა, ორი ვარიანტიდან ერთი უნდა აირჩიოს:

“სააკაშვილმა და ყველა იმ ადამიანმა, ვინც საზღვარი გადაკვეთა, დაუყოვნებლივ უნდა აირჩიოს ორი ვარიანტიდან ერთი: შეგინის პუნქტში მისვლა და გაფორმების პროცედურების გავლა ან საიმიგრაციო სამსახურში გამოცხადება”- წერს ავაკოვი.

ამასთან, ავაკოვის განცახადებით, მან საზღვართან აქციების მონაწილეების წინააღმდეგ იარაღისა და ძალის გამოყენება აკრძალა.

მისივე ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დააკავეს და დაბლოკეს „სპორტული აღნაგობის“ ათობით ადამიანი, რომლებიც საზღვარზე არეულობის მოსაწყობად მიდიოდნენ.

ავაკოვის შეფასებით, საზღვარზე მომხდარი ინციდენტი „უკრაინის მხრიდან „აქტივისტების“ მიერ საზღვრის გარღვევა „დამამცირებელი სურათია“. „ეს არისინსტიტუციონალურობის თვითმკვლელი დანგრევა“, -აღნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი.

მინისტრი წერს, რომ ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა საზღვრის გარღვევაში, მესაზღვრეებსა და პოლიციელებზე თავდასხმაში, იქნება გამოვლენილი და კანონის შესაბამისად დაისჯება.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა გუშინ, პოლონეთი-უკრაინის საზღვრის გამშვებ პუნქტთან კორდონები გაარღვიეს და უკრაინის ტერიტორიაზე საპასპორტო შემოწმების გარეშე შევიდნენ. ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

 

იტვირთბა....