ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სააკაშვილს უკრაინის ხელისუფლებაში მხადამჭერები გამოუჩდნენ“

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ გუშინდელი მოვლენები რაც უკრაინაში განვითარდა, ყველაზე რთულ მდგომარებაში პეტრო პოროშენკოს აყენებს. მისი თქმით, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის რისკიან პოლიტიკოსად არის დაბადებული.

ანალიტიკოსის აზრით, გუშინ საზღვარზე სააკაშვილმა გენერლის შეურაცხყოფით, საზღვარზე მდგომ ჯარისკაცების ემოციაზე ითამაშა. მან ზუსტად იმ პრობლემებზე გააკეთა აქცენტი, რაზეც ნებისმიერი იქ მდგომი ჯარისკაცი სააკაშვილს ეთანხმებოდა.

ცინცაძის აზრით, მიხეილ სააკაშვილს და მის მომხრეებს, საზღვარზე სამხედროებმა ხელი შეგნებულად არ შეუშალეს და ფატქობრივად მათ საზღვრის გარღვევის უფლება მისცეს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს პოროშენკოსთვის საგანგაშო ნიშანი უნდა გახდეს, რადგანაც გამოდის, რომ მას ძალოვან სტრუქტურებში მოღალატეები ჰყავს. მისი თქმით, გუშინ სააკაშვილმა მთელს მსოფლიოს პოროშენკოს პოლიტიკური უძლურება აჩვენა.

პოლიტოლოგი  უკრაინის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს, 2003 წლის სააკაშვილის პარლამენტის შენობაში შეჭრას ადარებს. მისი აზრით, პოროშენკომ შევარდნაძის შეცდომა გაიმეორა და სააკაშვილის თამაშს მორჩილად მიჰყვა. რაც მისთვის როგორც პოლიტიკოსისთვის დამღუპველი იქნება.

„პოროშენკომ სააკაშვილის ქვეყანაში შეშვებით დიდი შეცდომა დაუშვა. მას საზღვარი ყველაფრის ფასად უნდა დაეცვა. ის სასაცილო ტყუილი კი არ უნდა მოეფიქრებინა, რომ მთელი საზღვარი დანაღმული იყო. შემდეგ კი მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ დანაღმულ ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი დარბოდა.

პოროშენკოზე სააკაშვილი როგორც პოლიტიკოსი ათი თავით მაღლა დგას. ახლა უკრაინის პრეზიდენტს ერთი შანსი აქვს დარჩენილი, რომ ის დააკავოს და საქართველოს გადმოსცეს. თუმცა ეს უკვე ცხადი იქნება, რომ არა სამართლებლივი არამედ პოლიტიკული დევნაა. მეორეს მხრივ საქართველოს ხელისუფლება ახლა საკამოდ დაბნეულია. ჩვენ ახლა პოროშენკოს ქმედებებზე ვართ დამოკიდებული. სააკაშვილი ახლა თავის ტკივილად აქ ვის რაში ჭირდება.

გუშინდელმა მოვლენებმა აჩვენა რომ უკრაინაში სიტუაცია იმაზე ცუდად არის, ვიდრე ეს თავად პოროშენკოს ეგონა. გარდა ამისა, როგორც ჩანს სააკაშვილს უკრაინაში სხვა მომხრეებიც ჰყავს. გუშინ სააკაშვილმა ჩამოთვალა თავისი მტრები, მაგრამ არ ახსენა მილიარდელი იგორ კოლომეისკი. მას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ერთი კვირის წინ საიდუმლოდ შეხვდა. სააკაშვილს იმაზე მეტი და ძლიერი მომხრე შეიძლება აღმოაჩნდეს უკრაინაში ვიდრე ეს პოროშნკოს და მის გარემოცვას ჰგონია“,-ამბობს ცინცაძე „მეტრონომთან“.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა.  ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

 

იტვირთბა....