ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“აბა, სცადეთ საქართველოს ან ბრიტანეთის საზღვრის გარღვევა”

“ძალაუფლებისთვის მებრძოლი სააკაშვილის მომხრეები ანადგურებენ სახელმწიფოს. ვინც არ გვეთანხმება, აბა, სცადეთ საქართველოს ან ბრიტანეთის საზღვრის გარღვევა”- წერს სოციალურ ქსელში უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო.

მისი თქმით, დაისჯება ყველა, ვინც დაარღვია კანონი და უკანონოდ გადმოლახა უკრაინის საზღვარი.

შეგახსენებთ,  მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა გუშინ, პოლონეთი-უკრაინის საზღვრის გამშვებ პუნქტთან კორდონები გაარღვიეს და უკრაინის ტერიტორიაზე საპასპორტო შემოწმების გარეშე შევიდნენ. ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

იტვირთბა....