ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი “იმედსა” და პირველ არხს: თქვენ ჟურნალისტები კი არა, ივანიშვილის აგენტები ხართ

„მე ველაპარაკები თავისუფალ მედიას და თქვენ ისევე თავისუფლები ხართ, როგორც მე ვარ კიტრი”- ასე მიმართლა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველ არხსა და ტელეკომპანია “იმედს” პოლონეთში, უკრაინულ მატარებელში ყოფნინას.

სააკაშვილს პირველი არხისა და „იმედის“ ჟურნალისტებმა მიმართეს კითხვით, თუ რატომ არ აპირებს პირველ არხთან ურთიერთობას, ასევე რატომ არ მიიწვია პირველი არხი არც ერთ ღონისძიებაზე და რატომ არ აღმოჩნდა ჟურნალისტების ადგილი ავტობუსში, რომლითაც სააკაშვილმა იმგზავრა:

„მე ველაპარაკები თავისუფალ მედიას და თქვენ ისევე თავისუფლები ხართ, როგორც მე ვარ კიტრი. აქ არიან სერიოზული პოლიტიკოსები და მოიქეცით ნორმალურად. მე ვფიქრობ, რომ თქვენი ადგილი არის ივანიშვილის გვერდზე და ახლა დამანებეთ თავი. ნუ უშლით ხელს ხალხს მუშაობაში. თქვენ მოვალეობას ასრულებთ ივანიშვილის მიმართ. თქვენ ჟურნალისტები არ ხართ, თქვენ ხართ ივანიშვილის ჩვეულებრივი აგენტები და ივანიშვილის დაქირავებული ცრუპენტელა არხები. ეგრეა ზუსტად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პირველი არხის ჟურნალისტი ამბობს, რომ მატარებელში რამდენჯერმე ფეისბუქ ლაივის განცხორციელებაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა ხელი შეუშალეს.

შეგახსენებთ, თავდაპირველად საქართველოს მესამე პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი პოლონეთ-უკრაინის საზღვრისკენ ჟურნალისტებთან ერთად ავტობუსით გაემგზავრა, სადაც პირველი არხის გადამღები ჯგუფი არ აუშვეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტმა გურამ როგავამ განაცადა, ამის მიზეზი ის გახდა, რომ პოლონეთში მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პირველი არხი დაახასიათა როგორც პრო-რუსული არხი.

მოგვიანებით, სააკაშვილმა გეგმები შეცვალა და პოლონეთიდან, უკრაინული მატარებლით გადაწყვიტა საზღვრის გადაკვეთა. მოგვიანებით, მას და სხვა მგზავრებს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს მითითებით, განუცხადეს, რომ სანამ ის მატარებელს არ დატოვებდა, ტრანსპორტი უკრიანისკენ არ დაიძვრებოდა. შემდეგ კი ევროპარლამენტარის ჩარევით, ცნობილი გახდა, რომ მატარებელი უკრაინის მიმართულებით დაიძვრება.

ნახეთ LIVE – რა ხდება ამ წუთებში უკრაინის საზღვართან.

იტვირთბა....