ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ არ გვეშინია, დავეხმარებით”: სააკაშვილი ოჯახთან ერთად უკრაინისკენ გაემგზავრა

მიხეილ სააკაშვილთან ერთად პოლონეთში მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ერთად უკრაინის საზღვართან ავტობუსით უკვე გაემგზავრნენ. სანდრა რულოვსი და 11 წლის ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილს მხარს უჭერენ:

„ვიცით, რომ სიმართლე ჩვენ მხარეზეა, ოპტიმიზმით ვუყურებთ ამ ყველაფერს. მიშას მხარს ვუჭერთ, როგორც ყოველთვის. ნიკუშაც აქ არის და ჩვენ არ გვეშინია, დავეხმარებით,“- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ, სანდრა რულოვსმა “რუსთავი 2”-თან განაცხადა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილთან ერთად პოლონეთში მისი ოჯახის წევრები, ასევე უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იულია ტიმოშენკო და სხვადასხვა ევროპელი დეპუტატები იმყოფებოდნენ, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ, ავტობუსში ჩასხდნენ და უკრაინისკენ გაემგზავრნენ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენმტა პეტრე პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მაშინ სააკაშვილი ამერიკაში იმყოფებოდა.

იტვირთბა....