დედოფლისწყაროში კირქვის ქარხნის “არწივის ხეობა” გაქურდვის შედეგად ნაწამები მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” იუწყება.
შემთხვევა გუშინ, გამთენიისას, მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაშავებულია ქარხნის დარაჯი, 1938 წელს დაბადებული გოდერძი გონაშვილი, რომელიც ჯერ დააბეს, შემდეგ კი აწამეს. შენობიდან მოპარულია დიდი ოდენობისა და ღირებულების კაბელები.
დედოფლისწყაროში ეჭვობენ, რომ თავდამსხმელი ახალგაზრდების ჯგუფია, რომელიც წინა დღეს დაწესებულებაში მივიდა და ირწმუნებოდა, რომ დაკარგულ ძაღლს ეძებდა.
ნაწამები მამაკაცი თავდაპირველად დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, შემდეგ კი ტომოგრაფიული კვლევისთვის თბილისში, ოპტიმალ მედიში, გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.