ახალი ამბები მთავარი სამართალი

გურჯაანში ერთმანეთს 4 მანქანა შეეჯახა: დაშავებულია 11 ადამიანი, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანთან ერთმანეთს ოთხი მანქანა შეეჯახა. მათგან ერთ-ერთი ფორდის მარკის სამარშუტო ტაქსი და სამი მსუბუქი ავტომანქანაა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

“რუსთავი 2”-ის ცნობით, შემთხვევის შედეგად სულ 11 ადამიანი დაშავდა. 5 დაშავებულს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება. დანარჩენი 6 კი გურჯაანის და საგარეჯოს კლინიკებში მოათავსეს. გურჯაანის კლინიკაში მოთავსებული სამი პაციენტიდან, ორი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. განსაკუთრებით მძიმეა 14 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ავარიის სავარაუდო მიზეზად, გადაჭარბებული სიჩქარე და ცუდი ხილვადობა სახელდება.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....