ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: აფეთქების შედეგად გარდაცვლილი რამზად კადიროვის პირადი მტერი იყო

კიევში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი მეტსახელად „ზონა“ ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის პირადი მტერი იყო. ის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც მონაწლეობდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„ყველანაირი საშუალებით ებრძოდა პუტინის რეჟიმს, იყო რამზან კადიროვის პირადი მტერი. რუსეთისა და ჩეჩნეთის სპეცსამსახურების მიერ დევნილი იყო. 1999-2000 წლებში დაღესტანში რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ იბრძოდა, რა პერიოდშიც ის დაჭრეს“, – აღნიშნულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსლან პაპასკირის მკვლელობა 3-ჯერ სცადეს, მათ შორის 2009 წლის 8 მარტს, თბილისში, რა დროსაც მან მცირე დაზიანებები მიიღო.

შეგახსენებთ, 8 სექტემბერს, კიევში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. შედეგად, საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით ჩეჩენი, ალი ტიმაევი დაიღუპა, რომელიც თემურ მახაურისა და რუსლან პაპასქირის სახელითაც იყო ცნობილი. უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებულ ავტომობილს ქართული სანომრე ნიშანი ჰქონდა.

იტვირთბა....