ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

კიევში, მანქანის აფეთქების შედეგად დაშავებულ ქალს, შესაძლოა ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს

კიევში, ქართული სანომრენიშნიანი ავტომობილის აფეთქების შედეგად, საქართველოს მოქალაქის, თემურ მახაურის გარდა, ქალი და ბავშვი დაშავდნენ, რომლებიც მანქანაში იმყოფებოდნენ. 

უკრაინული არხის, 112-ის ინფორმაციით, დაშავებულ ქალს შესაძლოა ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს. ექიმებმა განაცხადეს, რომ ნაღმისგან მიყენებული ტრავმების შედეგად, მას დაზიანებული აქვს სახე, თვალები, ძვლოვანი სისტემა და შინაგანი ორგანოზები. შესაბამისად, მედიკოსები წინასწარ ვერაფერს ვარაუდობენ.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალის სახელი ნატალიაა და ის მსოფლიოში ცნობილი მოდელია, რომელიც „დიორის“ სახე იყო.

შეგახსენებთ, 8 სექტემბერს, კიევში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. შედეგად, საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით ჩეჩენი, ალი ტიმაევი დაიღუპა, რომელიც თემურ მახაურისა და რუსლან პაპასქირის სახელითაც იყო ცნობილი. უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებულ ავტომობილს ქართული სანომრე ნიშანი ჰქონდა.

იტვირთბა....