წელს, საბავშვო ევროვიზიაზე, რომელიც პირველად გაიმართება თბილისში, საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს. სპეციალურმა ჟიურიმ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყველა კონკურსანტს მოუსმინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: პროდიუსერი – ზაზა შენგელია, მომღერალი – მაია ბარათაშვილი, მუსიკოსი – დავით ევგენიძე; საზოგადოებრივი მაუწყებლიდან: მუსიკალური რედაქტორი – ელისო შენგელია და ხმის რეჟისორი – გიორგი ასანიშვილი.
რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება შოუს წამყვანების ვინაობაც.
შეგახსენებთ, გასულ წელს მალტაში გამარჯვება მარიამ მამადაშვილმა მოიპოვა სიმღერით „მზეო“.