სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
“უკვე დავიწყეთ გადაღებები და მალე გამოვა ეთერში. ალბათ კიდევ უფრო თამამები უნდა ვიყოთ… უნდა ვთქვათ ის რასაც ვფიქრობთ” – განაცხადა “ჩემი ცოლის დაქალების” სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა.
ძველი და ახალი სახეებით, რადიკალური გადაწყვეტილებებით და განსხვავებული გამოწვევებით, „ჩემი ცოლის დაქალების“ შემოქმედებითი გუნდი მე-12 სეზონის დასაწყებად ემზადება.