ახალი ამბები მთავარი სამართალი

ანტალიაში, ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

თურქეთში, ანტალიის ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. “მეტრონომს” აღნიშნული ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, შემთხვევა დაახლოებით 4-5 დღის წინ მოხდა, მათი ინფორმაციით, ცხედარი უკვე საქართველოში გადმოასვენეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სასტუმროში მუსიკოსად მუშაობდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 59 წლის მამაკაცი სასტუმროს ნომერში შეუძლოდ გახდა, მისმა მეგობარმა დახმარებისთვის სამედიცინო ჯგუფს მიმართა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იტვირთბა....