აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“იაროსლავლიდან მოსკოვისკენ მიმავალ გზაზე, დრონებით თავდასხმის გამო, მოძრაობა გადაიკეტა” – გუბერნატორი

დრონებით თავდასხმის გამო რუსეთის ქალაქ იაროსლავლიდან მოსკოვისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა გადაიკეტა, – ინფორმაციას უკრაინული მედია გუბერნატორ მიხაილ ევრაევზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენს რეგიონზე უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა. უსაფრთხოების მიზნით, იაროსლავლიდან მოსკოვის მიმართულებით, მოსკოვსკის გამზირისა და სამხრეთ-დასავლეთის წრიული გზის კვეთიდან, მოძრაობა აიკრძალა. მოერიდეთ ამ მიმართულებით და მის შემოგარენში გადაადგილებას“, – წერს გუბერნატორი სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის საფრთხე კვლავ არსებობს.

იტვირთბა....